Tuesday, April 2, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე

     ტრენინგის მეოთხე დღე, საოცრებაა ამ დღემ ისე ჩაირბინა ვერც კი გავიგე.. მოსწავლის როლი საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა, მართლაც კარგად გაითავისებ თუ რა პრობლემები შეიძლება შეხვდეს პროექტთან მუშაობის დროს ჩვენს მოსწავლეებს.. იმასაც კარგად გაიგებ მასწავლებელმა პროექტზე მუშაობისას თუ როგორ ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გაითვალისწინოს ყველა ნიუანსი.. მისცე ზუსტი ინსტრუქციები, თვალსაჩინოდ აუხსნა თითოეულ მათგანს თუ რა უნდა გააკეთოს. ისიც უნდა გაითვალისწინო თუ რა პროდუქტს ქმნიან ისინი, მისცე მითითებები, თითოეულ მათგანს აგრძნობინო რომ ყოველი მათგანის შრომა მნიშვნელოვანია მათი განვითარებისათვისა და იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებისათვის რაც მათ ასე ძალიან დასჭირდებათ ამ ცხოვრებაში. ძალზედ მნიშვნელოვანი კი აქ სწორედ მოსწავლის შეფასებაა – ყოველი ამოცანისათვის შესაბამისი რუბრიკის შექმნა თავისი კრიტერიუმებითა და ინდიკატორებით. გაითვალისწინო თუ რა დასჭირდება  პროექტზე მუშაობისას ჩეკლისტი, კითხვების დასმა თუ სხვა..

   ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ მოსწავლეებისათვის პროექტზე მუშაობა საკმაოდ მიმზიდველი და მათთვის ღირებული იქნება, ნებისმიერი მოსწავლე სიხარულით ჩაერთვება...

   ჩემთვის მოსაწონია, ვიცი რასაც ნიშნავს პროექტზე მუშაობა, ის სიხარულიც განმიცდია როცა პროექტმა ჩემს მოსწავლეებს დიდი სიხარული მოუტანა, მაათთან ერთად მეც ვხარობდი..
 ჩემო მშრომელო მასწავლებლებო, თქვენ არ იცით რა ჯადოსნურ სამყაროში მოგიწევთ  თქვენს მოსწავლეებთან ერთად სიარული, იმაზე დიდი განცდა არ არსებობს, როცა შენ მათ მიერვე შექმნილი საოცრებით ხარობ:)
წინ დიდი და შორომატევადი გზაა, რომელიც დიდი სიხარულის მომტანია თქვენთვის.:))
გსურთ ნახოთ ეს მშვენიერი სამყარო ჩვენს მოსწავლეებთან ერთად?
 მოდით ერთდ ვიაროთ !