Tuesday, April 2, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე

     ტრენინგის მეოთხე დღე, საოცრებაა ამ დღემ ისე ჩაირბინა ვერც კი გავიგე.. მოსწავლის როლი საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა, მართლაც კარგად გაითავისებ თუ რა პრობლემები შეიძლება შეხვდეს პროექტთან მუშაობის დროს ჩვენს მოსწავლეებს.. იმასაც კარგად გაიგებ მასწავლებელმა პროექტზე მუშაობისას თუ როგორ ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გაითვალისწინოს ყველა ნიუანსი.. მისცე ზუსტი ინსტრუქციები, თვალსაჩინოდ აუხსნა თითოეულ მათგანს თუ რა უნდა გააკეთოს. ისიც უნდა გაითვალისწინო თუ რა პროდუქტს ქმნიან ისინი, მისცე მითითებები, თითოეულ მათგანს აგრძნობინო რომ ყოველი მათგანის შრომა მნიშვნელოვანია მათი განვითარებისათვისა და იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებისათვის რაც მათ ასე ძალიან დასჭირდებათ ამ ცხოვრებაში. ძალზედ მნიშვნელოვანი კი აქ სწორედ მოსწავლის შეფასებაა – ყოველი ამოცანისათვის შესაბამისი რუბრიკის შექმნა თავისი კრიტერიუმებითა და ინდიკატორებით. გაითვალისწინო თუ რა დასჭირდება  პროექტზე მუშაობისას ჩეკლისტი, კითხვების დასმა თუ სხვა..

   ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ მოსწავლეებისათვის პროექტზე მუშაობა საკმაოდ მიმზიდველი და მათთვის ღირებული იქნება, ნებისმიერი მოსწავლე სიხარულით ჩაერთვება...

   ჩემთვის მოსაწონია, ვიცი რასაც ნიშნავს პროექტზე მუშაობა, ის სიხარულიც განმიცდია როცა პროექტმა ჩემს მოსწავლეებს დიდი სიხარული მოუტანა, მაათთან ერთად მეც ვხარობდი..
 ჩემო მშრომელო მასწავლებლებო, თქვენ არ იცით რა ჯადოსნურ სამყაროში მოგიწევთ  თქვენს მოსწავლეებთან ერთად სიარული, იმაზე დიდი განცდა არ არსებობს, როცა შენ მათ მიერვე შექმნილი საოცრებით ხარობ:)
წინ დიდი და შორომატევადი გზაა, რომელიც დიდი სიხარულის მომტანია თქვენთვის.:))
გსურთ ნახოთ ეს მშვენიერი სამყარო ჩვენს მოსწავლეებთან ერთად?
 მოდით ერთდ ვიაროთ !



Sunday, March 31, 2013

ტრენინგის მესამე დღე

ყოველი დღე საოცრებაა.. ზიხარ ტრენინგზე და მოდის შენსკენ სიახლეების უზარმაზარი, ზღვა, აუარებელი ინფორმაცია, ფიქრობ, ნუთუ შევძლებ ამოდენა ინფორმაციის ისე გათავისებას, რომ ჩემს პედაგოგებს მარტივად და იოლად მივუტანო და დავანახოო ამ ტრენინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი - პროექტის მნიშვნელობა მოსწავლეებისათვის. პროექტის დაგეგმვა ერთია, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი ყოველი ნაბიჯის გათვლა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტის და არა მარტო პროდუქტის, თავად პროექტის პრეზენტაცია და მისი შეფასებაა.
დღეს სწორედ ეს ასპექტები განვიხილეთ: პროექტის პრეზენტაცია წარვუდგინეთ ჩვენს მეორე ჯგუფის წევრებს, იყო რჩევები და შეკითხვები. გავარკვიეთ მარტივი, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვების დასმის ტექნიკა, მოვისმინეთ მეორე ჯგუფის პრეზენტაცია.  განიხილეთ საუკეთესო ინსტრუმენტის არჩევა; პროექტის  მახასიათებლების ჩამონათვალი; ვიყენებთ თუ არა გაკვეთილზე შეფასების რეფლექსიას; მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათის  შეფასების დაგეგმვას; პროექტის  შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალს და შეფასების დაგეგმვის ცხრილს.

Saturday, March 30, 2013

ტრენინგის მეორე დღე.


საინტერესო და დაძაბული დღე იყო, განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებულ სწავლება.  Intel-ის გზაც ხომ სწორს ესაა პროექტზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც  საშუალებას იძლევა, მოსწავლებმა თავად დაინახონ პრობლემა,  დასახანონ პრობლემის გადაჭრის გზები, აირჩიონ ყველაზე საუკეთესო გზა პრობლემის გადაჭრისათვის, მოიძიონ ინფორმაციები დამოუკიდებლად,  სასწავლო აქტივობები დაუკავშირონ ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, ყოველივე ეს კი მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის აზროვნების უნარებსა და გაზრდის სასწავლო პროცესში მათ ჩართულობის დონეს, რითაც კიდევ უფრო საინტერესო გახდება მათთვის სასწავლო გარემო.
            დღევანდელ ტრენინგზე განვსაზღვრეთ :
თუ რგორ უნდა მიუდგნენ მოსწავლეები პროექტს;
სტანდარტიდან გამომდინარე როგორ უნდა დავსახოთ ამოცანები;
რგორ უნდა დავსვათ ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვები;
გამოვიყენოთ  სასწავლო გეგმით გამსაზღვრელი შეკითხვები;
როგორ უნდა მოვახდინოთ უკუკავშირი;
ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის განთავსება და საავტორო უფლებების დაცვა.
მოვახდინოთ ნამუშევრების პრეზენტაცია.

Friday, March 29, 2013

ინტელის ძირითადი კურსი

2013 წლის 29 მარტი   ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, რადან ჩემს თვალწინ გადაიშალა თოვლის ფაფუკი საფარით დაფარული არემარე, მის წიაღში კი ჩაფლული სასტუმრო "Euvrika ", მართლაც აღმოჩენაა ბაკურიანი თავისი გარემოთი და არამარტო ბაკურიანი, ის ადამიანები რომლებიც ჩემს გვერდით იმყოფებიან, ისინი ხო ცდილობენ ახალი, ლამაზი, საინტერესო გარემოს შექმნან ჩვენს ირგვლივ.. მართლაც ბევრი რამ გავიგე ამ დღეს, ჩემს მასწავლებლებს, რომლებიც ახალ სიახლეებს ელოდებიან ბევრ საინტერესო პროექტს მივაწოდებ, მოუყვები თუ რა მიზნებია დასახული " intel "-ის მიერ. რას თავაზობს ეს პროექტი ჩემს საყვარელ პედაგოგებს. ტრენინგი დატვირთული იყო ემოციებითა და დიდი სიახლეებით.